ვოლოდიმირ ზელენსკი: მნიშვნელოვანია, უკრაინის ხმა ისმოდეს და ეს ხმა არავის დაავიწყდეს, ომის დროს თუ მის შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, უკრაინის ხმა ისმოდეს და ეს ხმა არავის დაავიწყდეს, ომის დროს თუ მის შემდეგ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„მნიშვნელოვანია, უკრაინის ხმა ისმოდეს და ეს ხმა არავის დაავიწყდეს ომის დროს თუ მის შემდეგ. მნიშვნელოვანია, უკრაინელმა ხალხმა იცოდეს, რომ მარტო არ არიან, რომ მათი ინტერესები თითოეულ ქვეყანაში, მსოფლიოს თითოეულ კუთხეშია წარმოდგენილი“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში უკრაინულ სათვისტომოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თანამოქალაქეებს მხარდაჭერისა და ქვეყნის სასიკეთოდ გაღებული ძალისხმევისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები