ზელენსკის დამცირების გამო, დემოკრატები ტრამპს და ვენსს თავს ესხმიან

აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული წევრები ვოლოდიმირ ზელენსკის იცავენ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა და მისმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა საჯაროდ გააკრიტიკეს უკრაინელი ლიდერი ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, The Guardian ავრცელებს.

დემოკრატი სენატორები ზელენსკი მხარდასაჭერად გამოვიდნენ და დაგმეს ტრამპისა და ვენსის „სამარცხვინო“ და „დამამცირებელი“ ქცევა უკრაინის ლიდერთან.

„ყოველთვის, როდესაც მე ვხვდები პრეზიდენტ ზელენსკის, ის მადლობას უხდის ამერიკელ ხალხს ჩვენი ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ მას იმ ერის ხელმძღვანელობისთვის, რომელიც ფრონტზე იბრძვის დემოკრატიისთვის და არა იმ საჯარო ჩხუბისთვის, რომელიც მან მიიღო თეთრ სახლში”, – თქვა სენატორმა კრის კუნსმა, დელავერის დემოკრატმა.

კალიფორნიის სენატორმა ადამ შიფმა განაცხადა, რომ გმირი და მშიშარა ხვდებიან პარასკევს ოვალურ კაბინეტში და როდესაც შეხვედრა დასრულდა თქვა, რომ „გმირი სახლში დაბრუნდება უკრაინაში”.

კრის მერფი, დემოკრატი სენატორი კონექტიკუტიდან, თეთრი სახლის დაპირისპირებას ამერიკის “სამწუხარო სცენა” და “სრული სირცხვილი” უწოდა. არიზონას სენატორმა რუბენ გალეგომ დაამატა: „ეს უბრალოდ სირცხვილია“.

მერილენდის სენატორმა კრის ვან ჰოლენმა ასევე უწოდა ოვალურ კაბინეტში გაკეთებულ სცენებს „სამარცხვინოს მიღმა“. ილინოისის სენატორმა დიკ დურბინმა დაამატა: „უკრაინის ხალხი და პრეზიდენტი ზელენსკი იმსახურებენ ბოდიშის მოხდას“.

ამავდროულად, ბევრი რესპუბლიკელი სენატორი გადაერთო ტრამპის დასაცავად და აღწერეს პრეზიდენტის დავა ზელენსკისთან, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ტრამპი “ამერიკას პირველ ადგილზე აყენებს”.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ თეთრ სახლში დაპირისპირება არც ერთი მხარისთვის არ იყო კარგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები