ტრუდო: უკრაინის ბრძოლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„მათი ბრძოლა დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის და სუვერენიტეტისთვის არის ბრძოლა, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. კანადა გააგრძელებს უკრაინისა და უკრაინელების გვერდით დგომას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად”, – წერს ტრუდო X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები