რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
რომის პაპმა ფრანცისკემ, რომელიც პნევმონიით საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, ბრონქების კუნთების უკონტროლო შეკუმშვა განიცადა. შედეგად პონტიფიკოსის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, ის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვატიკანის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ვატიკანში აცხადებენ, რომის პაპმა ბრონქოსპაზმის ეზიპოდი განიცადა, ეს საშიში მდგომარეობაა რომლის დროსაც ბრონქული კუნთები იკუმშება და აფერხებს ჟანგბადის მიწოდებას ორგანიზმისთვის.
„წმინდა მამას მაშინვე ჩაუტარდა ბრონქული ასპირაცია სასუნთქი გზების გასაწმენდად და ის არაინვაზიურ ფილტვების ვენტილაციაზე შეაერთეს, რამაც გააუმჯობესა ჟანგბადის დონე მის ორგანიზმში“, – აცხადებენ ვატიკანში.