“ძლიერი ხალხი აშენებს მშვიდობას, სუსტი ხალხი აწარმოებს ომს” – ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპს მხარი დაუჭირა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მას შემდეგ, რაც პარასკევს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კამათი მოხდა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

ორბანი იყო ევროკავშირის ქვეყნების თითქმის ერთადერთი ლიდერი, რომელიც ღიად უჭერდა მხარს ტრამპს ზელენსკისთან კამათის შემდეგ. ორბანმა X-ის საკუთარ პროფილზე დაწერა, რომ „ძლიერი ხალხი აშენებს მშვიდობას, სუსტი – აწარმოებს ომს”.

„დღეს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მშვიდობისთვის გაბედულად დადგა. თუნდაც ბევრისთვის რთული იყო ამის მიღება. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო!” – წერს ვიქტორ ორბანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები