WP: ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარების მიწოდება შეაჩეროს
ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა უკრაინის შემდგომი არაპირდაპირი მხარდაჭერა, მათ შორის სხვა სახის სამხედრო დაფინანსება, დაზვერვის გაზიარება და სამხედრო მომზადება შეწყვიტოს. ამის შესახებ ინფორმაციას, The Washington Post, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინას სამხედრო დახმარების ყველა ამჟამინდელი მიწოდების შეწყვეტა შეიძლება მოხდეს უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის პარასკევს ოვალურ კაბინეტში განცხადებებისა და სამშვიდობო პროცესში დათმობებზე არ წასვლის საპასუხოდ.
თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება ის შეეხება მილიარდობით ღირებულების დანადგარებს, მანქანებს, საბრძოლო მასალას და რაკეტებს, რომლებიც უკრაინაში გასაგზავნად მზადდება საპრეზიდენტო შეიარაღების შემცირების მექანიზმის მეშვეობით, ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა გამომცემლობასთან.