„ტრამპმა და ვენსმა თავი შეიკავეს და არ დაარტყეს ამ ნაძირალას“- მარია ზახაროვა – ზელენსკიზე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, „ტელეგრამის“ თავის არხზე განაცხადა, რომ ვლადიმერ ზელენსკის ყველაზე დიდი ტყუილი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში შეხვედრისას იყო იმის მტკიცება, რომ კიევი თითქოს მარტო დარჩა 2022 წელს, მხარდაჭერის გარეშე.
„ვფიქრობ, ზელენსკის ყველაზე დიდი ტყუილი მის ყველა ტყუილს შორის არის განცხადება თეთრ სახლში, რომ კიევის რეჟიმი 2022 წელს დარჩა მარტო, მხარდაჭერის გარეშე. როგორ შეიკავეს თავი ტრამპმა და ვენსმა და არ დაარტყეს ამ ნაძირალას – ეს გამძლეობის სასწაულია“, – გაოცდა ზახაროვა.