ზელენსკი: მადლობა პრეზიდენტს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს – უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან სიტყვიერი დაპირისპირების და თეთრი სახლის დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„მადლობა ამერიკა, მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლობა ამ ვიზიტისთვის. მადლობა პრეზიდენტს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს. უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა და ჩვენ სწორედ ამისთვის ვმუშაობთ“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.