თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ზელენსკისა და ტრამპის ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს დაგეგმილ ერთობლივ პრესკონფერენციას აღარ გამართავენ.

უკრაინის დელეგაციამ თეთრი სახლი უკვე დატოვა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის და მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც ამისთვის მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრისას ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები