ტრამპი: ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოიჩინა აშშ-ის მიმართ, მას შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის

ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოიჩინა შეერთებული შტატების მიმართ ოვალურ კაბინეტში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს შეუძლია დაბრუნდეს მაშინ, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის.

„დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბევრი რამ გავიგეთ, რასაც ვერასდროს გავიგებდით ასეთი დაძაბული საუბრის გარეშე. გასაოცარია ის, რაც მოჰყვება თან ემოციებს და მე მივედი დასკვნამდე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, თუ ამერიკა ჩართული იქნება, რადგან ის გრძნობს, რომ ჩვენი ჩართულობა მას დიდ უპირატესობას ანიჭებს მოლაპარაკებებში. მე არ მინდა უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა. მან უპატივცემულობა გამოიჩინა შეერთებული შტატების მიმართ ამ ძვირფას ოვალურ კაბინეტში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა Truthsocial-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები