ტრამპი – ზელენსკის: ან მოაწერთ ხელს ამ შეთანხმებას, ან ჩვენ დავტოვებთ მოლაპარაკების პროცესს

ან მოაწერთ ხელს ამ შეთანხმებას, ან ჩვენ დავტოვებთ მოლაპარაკების პროცესს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა ამერიკის გარეშე ძლიერ პოზიციაში ვერ იქნებოდა.

„პრობლემა არის ის, რომ თქვენ ვერ იქნებოდით ძლიერ პოზიციაში ამერიკის გარეშე, ან მოაწერთ ხელს ამ შეთანხმებას, ან ჩვენ დავტოვებთ ამ მოლაპარაკების პროცესს და თუ ჩვენ დავტოვებთ, მაშინ ნახავთ, რომ სიტუაცია ძალიან გართულდება“, – თქვა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები