ტრამპი: ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის იარაღის გაგზავნას, მაგრამ იმედია დიდ ხანს არ მოგვიწევს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კვლავ გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, თუმცა თეთრი სახლის ლიდერი იმედოვნებს, რომ ბევრის გაგზავნა არ მოუწევთ და ომი მალე დასრულდება.

„ბატონო პრეზიდენტო, აპირებთ თუ არა უკრაინას მეტი იარაღის გაგზავნას, თუ მშვიდობა არ იქნება?“ – ჰკითხეს ტრამპს ოვალურ კაბინეტში ზელენსკისთან შეხვედრისას.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უპასუხა: „პასუხი არის დიახ. მაგრამ იმედია, ბევრის გაგზავნა არ მოგვიწევს, რადგან მოუთმენლად ველი, რომ [ომს] სწრაფად დავასრულებ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები