თქვენ თამაშობთ მესამე მსოფლიო ომთან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.
„თქვენ თამაშობთ მესამე მსოფლიო ომთან და რასაც აკეთებთ არის ძალიან უპატივცემულობა ქვეყნის მიმართ“, – უთხრა ტრამპმა ზელენსკის.
მისი თქმით, უკრაინა ახლა არც თუ ისე კარგ მდგომარეობაშია.
„თქვენ ან დადებთ გარიგებას, ან ჩვენ გავდივართ. ჩვენ ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას. ნუ გვეტყვით, რას ვიგრძნობთ, რადგან თქვენ არ ხართ იმ მდგომარეობაში, რომ ეს გვიკარნახოთ. თქვენ ახლა არ ხართ კარგ მდგომარეობაში“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.