ტრამპი – ზელენსკისთან შეხვედრაზე: მე შუაში ვარ, ორივეს ვუჭერ მხარს – უკრაინასაც და რუსეთსაც

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის ორივე ქვეყნის – უკრაინისა და რუსეთის მხარესაა.

„მე შუაში ვარ. მინდა გადავწყვიტო ეს. მე ორივეს მომხრე ვარ“, – ასე უპასუხა ტრამპმა კითხვას მიმდინარე მოლაპარაკებებში მისი როლის შესახებ.

მანვე დასძინა, რომ კონფლიქტის მოგვარება სურს.

„მშვენიერია სხვაზე ცუდად საუბარი, მაგრამ მე მინდა მოვაგვარო ეს. თუ ჩვენ მოვაგვარებთ ამას, მშვენიერია. თუ ამას ვერ მოვაგვარებთ, მათ მოუწევთ ბოლომდე ბრძოლა. და ვინ იცის რა მოხდება“, – თქვა ტრამპმა.

ამასთან, ზელენსკიმ ტრამპთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მკვლელი და ტერორისტი უწოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლის ხელმძღვანელთან ტერიტორიული კომპრომისები შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები