თეთრ სახლში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი უკრაინელი კოლეგის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერები შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ, მათ შორის რუსეთის შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე.

ამასთან, ტრამპის ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა იმართება, კრიტიკულ მინერალებზე შეთანხმება და მასზე ხელის მოწერა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები