ოკუპირებულმა ცხინვალმა და ნიკარაგუამ „უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება“ გააფორმეს
ოკუპირებულმა ცხინვალმა და ნიკარაგუის რესპუბლიკამ „დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი და უცხოური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო ფორმალობებზე ორმხრივი უარის თქმის შესახებ“ შეთანხმება გააფორმეს.
27 თებერვალს მოსკოვში გაიმართა შეხვედრა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ახსარ ჯიოევსა და ოკუპირებულ ცხინვალში ნიკარაგუას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალბა აზუჩენა ტორეს მეჯიას შორის.
საუბრისას განიხილეს ორ „მეგობარ ქვეყანას“ შორის ურთიერთობების ასპექტები და მათი გაძლიერებისა და განვითარების გზები, ასევე მიმდინარე საერთაშორისო მოვლენები.
შეხვედრის დროს მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ნიკარაგუას რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი და უცხოური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო ფორმალობებისგან ურთიერთგახსნის შესახებ“, – აღნიშნულია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყების ინფორმაციაში.