მოლდოვაში ლგბტქ+ პრაიდი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, ერთნაირსქესიანთა სიმბოლური ქორწილი გაიმართა
თანასწორობის კვირეული ფარგლებში, მოლდოვაში ფესტივალი Moldova Pride იმართება, რომლის ორგანიზატორიც LGBTQ თემია. ფესტივალი 16-21 ივნისს იმართება და, გეგმის მიხედვით, დღეს კიშინეუში ლგბტ-მარშით უნდა დაიხუროს.
წელს ორგანიზატორებმა ღონისძიებისთვის შეარჩიეს ლოზუნგი „სიყვარული ქმნის, კანონი იცავს“.
„2026 წლის 16-21 ივნისს ჩვენ ვიკრიბებით საზოგადოებრივ ღონისძიებებზე, დისკუსიებზე, კინოჩვენებებზე, კულტურულ აქტივობებსა და სოლიდარობის სივრცეებში, ამ გამოშვების მთავარი გზავნილის ირგვლივ: „სიყვარული ქმნის. კანონი იცავს“, – აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.
ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, წლევანდელი ღონისძიებების მთავარი მიზანი იყო საზოგადოებაში LGBTQI+ პირების ხილვადობის გაზრდა და მათთვის სამართლებრივი აღიარებისა და დაცვის აუცილებლობაზე ხაზგასმა. ღონისძიება ოფიციალურად გაიხსნა დროშის აღმართვის ცერემონიითა და საერთაშორისო პარტნიორების მისასალმებელი სიტყვით. ღონისძიება ეძღვნებოდა საჯარო სივრცეში არსებულ ჰომოფობიურ გამოსვლებსა და ჟესტებს. ასევე, შედგა ექსპერტების, აქტივისტებისა და ორგანიზაციების შეხვედრა რეგიონში LGBTQ+ უფლებების განსახილველად. ორგანიზატორებმა ხაზი გაუსვეს, რომ ეს ღონისძიება არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს მოთხოვნა ოჯახების სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის შესახებ.
ვრცელდება კადრები, რომ, მოლდოვის პრაიდის ღონისძიებების ფარგლებში, კიშინეუს ცენტრში ერთნაირსქესიანთა სიმბოლური ქორწილი გაიმართა, რომელიც კანონით მოლდოვაში კვლავ აკრძალულია.
ამასთან, სოციალისტების ოპოზიციურმა პარტიამ 20 ივნისს „ოჯახის მარში“ ჩაატარა, რომელშიც მედიის ცნობით, 3,5 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პარტიის ლიდერმა იგორ დოდონმა განაცხადა, რომ მისი პარტია „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგია.