“ევროკავშირში ძალიან ბევრი პრობლემაა” – ჰერმან საბო
“ევროკავშირში ძალიან ბევრი პრობლემაა”, – ამის შესახებ გადაცემაში “ღია ეთერი – დებატები” პარტია “გირჩის” წარმომადგენელმა, ჰერმან საბომ ისაუბრა.
“ბუნებაში გადარჩენის სულ რამდენიმე გზა არსებობს. ერთი არის, რომ შენ ისეთი ძლიერი ხარ, რომ თავს ვერავინ გესხმის. მეორე არის, რომ ისეთი ბუნებრივი მახასიათებელი გაქვს, რომ შენზე თავდასხმა ძალიან ძვირია ან უბრალოდ მტაცებელი არ გყავს. მესამეა, როცა პატარები ხართ, მაგრამ ერთად ხართ და ამის გამო გადარჩებით. მეოთხეა, როდესაც თავს იმკვდარუნებ, ოღონდ არავინ შემამჩნიოს, ჯარი არ გყავდეს წესიერი, არანაირი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და აღმშენებლობა არ გქონდეს. ჩვენი ინტერესები დღეს ემთხვევა ევროკავშირს ძალიან ბევრი მიმართულებით. ერთი გზას არის, რომ ვნახოთ ქვეყნები და მათთან საერთო ვიპოვოთ, მეორე გზა არის, ვიყოთ ჩვეულებრივი “წერტილა”. სლენგია ასეთი, რუსული სიტყვა, რუსული სიტყვის თქმა არ შეიძლება?”, – განაცხადა ჰერმან საბომ.