შალვა ნათელაშვილი – ლაშა ტალახაძეზე: ასწია ის რაღაც და ახლა უკვე საქართველო უნდა შეჭამოს იმის გამო, რომ რაღაც ტიტული მიიღო
„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გადაცემაში „ინგა გრიგოლიას დღის ამბები“ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე დაყრდნობით დეპუტატების კომპანიების მიერ მიღებულ სარგებელზე ისაუბრა.
ნათელაშვილმა, სხვა დეპუტატებთან ერთად, სამზგის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძეც მოიხსენია – „ასწია ის რაღაც და ახლა უკვე საქართველო უნდა შეჭამოს“.
„ასწია ის რაღაც და ახლა უკვე საქართველო უნდა შეჭამოს იმის გამო, რომ რაღაც ტიტული მიიღო”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.