სოფელ გოროვანისა და ქალაქ დუშეთის სპორტულ კლუბებს ინვენტარი გადაეცათ

„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის და სპოსტის სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად, უმოკლეს ვადაში დაკმაყოფილდა რეგიონის ახალგაზრდების მოთხოვნები და ქალაქ დუშეთის, ასევე, სოფელ გოროვანის სპორტულ კლუბებს ინვენტარი გადაეცათ.

„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა – ვარლამ ლიპარტელიანმა, სპორტის მინისტრმა – შალვა გოგოლაძემ და ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა – დავით ბოდაველმა რეგიონის ახალგაზრდებს სპორტული ინვენტარი დღეს გადასცეს.

„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერებმა საგურამოში გამართულ შეხვედრაზე მცხეთა-მთიანეთის მხარეში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებები მოისმინეს. შეხვედრაზე ერთ-ერთ პრობლემად ქალაქ დუშეთსა და სოფელ გოროვანში სპორტულ კლუბებში ინვენტარის არარსებობა დასახელდა.

Რეგიონებში ახალგაზრდებთან შეხვედრები, დისკუსიის ფორმატში, უკვე მესამე თვეა – გრძლედება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები