ტრამპის თქმით, მელონი მას ფოტოს გადაღებას ეხვეწებოდა – ამის საპასუხოდ, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი გააუქმა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი მას „დიდი შვიდეულის“ სამიტზე სურათის გადაღებას სთხოვდა.
„როგორ არის თქვენი პრემიერ-მინისტრი? რა თქვა, როცა შემხვდა? ალბათ, ის მოხარულია, რომ მას გავესაუბრე. მას ძალიან უნდოდა, რომ სურათი გადამეღო. არ დავთანხმდებოდი, მაგრამ შემეცოდა “, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც იტალიური მედია აღნიშნავს, მელონი ერთ დროს ტრამპის უახლოესი მეგობარი იყო. ის იყო ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც გასულ წელს აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო. თუმცა, ტრამპსა და მელონის შორის ურთიერთობა ირანში ომის დაწყების შემდეგ გაფუჭდა.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ აუქმებს შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ვიზიტს, სადაც სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს უნდა შეხვედროდა.
გადაწყვეტილება ჯორჯია მელონის შესახებ დონალდ ტრამპის კომენტარებმა გამოიწვია.
ტაიანიმ ტრამპის ბრალდებებს „შეურაცხმყოფელი“ უწოდა, ხოლო მელონიმ განაცხადა, რომ ის „სრულად შეთხზულია“.