ლანა ცანავა: ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, ფატალური შემთხვევების, დაახლოებით 1/3 მოდის სიჩქარის გადაჭარბებაზე
“რაც უფრო მაღალია სიჩქარის გადაჭარბების ხარისხი, მით მეტადაა მოსალოდნელი, რომ დადგეს მძიმე შედეგი. ეს შეიძლება იყოს სხეულის დაზიანება ან გარდაცვალება”,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, ლანა ცანავამ საგზაო უსაფრთხოების წესებსა და მათი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.
„ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, ფატალური შემთხვევების, დაახლოებით 1/3 მოდის სიჩქარის გადაჭარბებაზე, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ სიჩქარის გადაჭარბების დროს მნიშვნელოვანია, რა ხარისხით ხდება სიჩქარის გადაჭარბება. უმნიშვნელოა, 15კმ/სთ-ია, 20კმ/სთ-ით, თუ ეს შეიძლება იყოს 50, 60, 80კმ/სთ, ანუ დაახლოებით რა სიჩქარეს ავითარებს, ამაზეა დამოკიდებული, რამდენად დადგება ფატალური შედეგი.
რაც უფრო მაღალია სიჩქარის გადაჭარბების ხარისხი, მით მეტადაა მოსალოდნელი, რომ დადგეს მძიმე შედეგი. ეს შეიძლება იყოს სხეულის დაზიანება ან გარდაცვალება. სწორედ ამ ფარგლებში მოხდა ჯარიმების ჩაშლა სიჩქარის გადაჭარბებასთან მიმართებაში და იქ, სადაც არის მაღალი გადაჭარბება, 50კმ/სთ სიჩქარეზე მეტი, კვლავ შენარჩუნდა 300 ლარის ოდენობის ჯარიმა“, – აღნიშნა ცანავამ.