მთაწმინდის პარკში ქართული ხორბლის პირველი სახალხო დღესასწაული – „ოქროს თავთავი“ ტარდება
მთაწმინდის პარკში ქართული ხორბლის პირველი სახალხო დღესასწაული – „ოქროს თავთავი“ იმართება, რომელიც ზაფხულის მზე-ბუდობის, სიუხვისა და ნაყოფიერების დღეს ეძღვნება.
ღონისძიების მიზანი ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ხალხური ჯიშების პოპულარიზაცია, პურ-ღვინის ტრადიციის, ხორბალთან დაკავშირებული გასტრო-კულტურისა და ტრადიციული ცხობის მეთოდების გაცოცხლებაა.
გამოფენა-გაყიდვაზე ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან წარმოდგენილი იქნება პურეული და ხორბლისგან დამზადებული პროდუქცია, სპეციალურად ამ დღისთვის შერჩეული ბუნებრივი ღვინოები და განსაკუთრებული ყველის სახეობები.