პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოართვა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ზელენსკის მიერ „უკრაინის ამბოხებულთა არმიისთვის“ საპატიო წოდების მინიჭება გახდა.
„პოლონური საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის უკრაინის ამბოხებულთა არმია, უპირველეს ყოვლისა, რჩება ფორმირებად, რომელიც პასუხისმგებელია მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ საშინელ დანაშაულებზე“, – განაცხადა ნავროცკიმ.
ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევა არ არის მიმართული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და არ ცვლის პოლონეთის პოლიტიკას, რომელიც მხარს უჭერს და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთთან ომში.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ კიევის ლიდერს 2023 წელს მედალი გადასცა მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებისა და „ევროპაში დემოკრატიის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის“ განვითარებაში მიღწეული „განსაკუთრებული მიღწევებისთვის“, ასევე „ადამიანის განუყოფელი უფლებების დაცვის საქმეში ურყევი სიმტკიცისთვის“.