“რუსეთი ომშია იმ ქვეყანასთან, რომელსაც გაუღო მოლაპარაკებები ევროკავშირმა; ფაქტობრივად, ევროკავშირი შედის რუსეთთან ომში და მე რატომ მეპატიჟებიან იმ ომში?” – ბიძინა გიორგობიანი

“რუსეთი ომშია იმ ქვეყანასთან, რომელსაც გაუღო მოლაპარაკებები ევროკავშირმა; ფაქტობრივად, ევროკავშირი შედის რუსეთთან ომში და მე რატომ მეპატიჟებიან იმ ომში?”, – ამის შესახებ გადაცემაში “ღია ეთერი – დებატები” “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა, ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა.

“ეკონომიკებზე უნდა ვილაპარაკოთ, ოღონდ მზად ეკონომიკებზე, როგორიც არის ჩინეთი, რომელთანაც საქართველოს აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი. ჩინეთში ქართული ღვინო, რომ შედის საბაჟო გადასახადი არ აქვს, იგივე ჩვენი კონკურენტი ღვინოები, რომლებიც ევროკავშირიდან შეიძლება ჩინეთში შევიდეს, მათთვის არის 14%-იანი საბაჟო გადასახადი. ეს არის ერთადერთი ბაზარი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, როდესაც ჩვენს რომელიღაც პროდუქტს არ აქვს საბაჟო გადასახადი და ჩვენს კონკურენტებს აქვთ. ამას თქვენ არ უყურებთ. თქვენ უყურებთ იმას, რომ რუსეთი მეომარი ქვეყანაა, ეს კიდევ უბედურებაა, რუსეთი ომშია იმ ქვეყანასთან, რომელსაც გაუღო მოლაპარაკებები ევროკავშირმა და, ფაქტობრივად, ევროკავშირი შედის რუსეთთან ომში და მე რატომ მეპატიჟებიან იმ ომში?”, – თქვა ბიძინა გიორგობიანმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები