“საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს და შეეძლოს აწონ-დაწონვა, გაზომვა იმისა, რას გვაძლევს ჩვენ ევროკავშირისკენ სვლა და რა ფასის გადახდას მოითხოვენ” – ვატო შაქარიშვილი
“საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს და შეეძლოს აწონ-დაწონვა, გაზომვა იმისა, რას გვაძლევს ჩვენ ევროკავშირისკენ სვლა და რა ფასის გადახდას მოითხოვენ”, – ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი საერთოდ აღარ არის ის სივრცე, რომელიც 15-20 წლის წინ ჩანდა.
“ეს არის დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი გაერთიანება. დეგრადაციის ეს პროცესი არ დაწყებულა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ. ეს ბევრად უფრო ადრე დაიწყო, უბრალოდ რუსეთ-უკრაინის ომმა ეს ყველაფერი ზედაპირზე ამოიტანა“, – აღნიშნა შაქარიშვილმა.