სულხან თამაზაშვილი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ესტუმრა

შინაგან საქმეთა მინისტრი – სულხან თამაზაშვილი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ესტუმრა.

შსს-ს ცნობით, მინისტრმა, სასაზღვრო პოლიციის უფროს დავით თამაზაშვილსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, თანამშრომლების სამუშაო სივრცეები, სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები და ფოთის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

“სულხან თამაზაშვილმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები