ოზურგეთში „მეგობრობის” სტადიონს გამორჩეული ფეხბურთელის, კოტე გოგატაძის სახელი მიენიჭა
ოზურგეთში „მეგობრობის” სტადიონს გამორჩეული ფეხბურთელის, კოტე გოგატაძის სახელი მიენიჭა.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, ბანერი ოზურგეთის მერმა – პაატა კუნჭულიამ კოტე გოგატაძის შვილებსა და გულშემატკივრებთან ერთად გახსნა.
“ეს გადაწყვეტილება ქართველი სპორტსმენის ღვაწლის დაფასებასა და ახალგაზრდებში ფეხბურთის პოპულარიზაციას ემსახურება.
დღის ბოლოს კი ოზურგეთის „მერცხალმა” საკუთარ მოედანზე ჩოხატაურის „ბახმაროს” უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა”, – წერია ინფორმაციაში.