თუ ბრიტანულ ჯარებს უკრაინაში რუსეთი თავს დაესხმება, აშშ მათ გვერდით იქნება – ტრამპი
ბრიტანეთის ჯარები ომის შემდგომ უკრაინაში შეძლებენ, საკუთარ თავზე იზრუნონ,- ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, დაეხმარებოდა თუ არა ის უკრაინაში დისლოცირებულ ბრიტანულ ჯარებს, თუ მათ თავს რუსეთი დაესხმება.
“თუ მათ დახმარება დასჭირდებათ, მე ყოველთვის ბრიტანელებთან ვიქნები, მაგრამ მათ დახმარება არ სჭირდებათ. საკმაოდ კარგად უვლიან საკუთარ თავს. ბრიტანელები ბრწყინვალე სამხედროები არიან, არაჩვეულებრივი ჯარი ჰყავთ”,- დასძინა ტრამპმა.