არ შეიძლება იყოს მშვიდობა, რომელიც აგრესორს აჯილდოებს – სტარმერი
არ შეიძლება იყოს ისეთი მშვიდობა, რომელიც აგრესორს დააჯილდოებს,- ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თეთრ სახლში ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ისტორია მშვიდობისმყოფელის მხარეზე უნდა იყოს და არა დამპყრობლის. ჩვენ უნდა მოვიგოთ მშვიდობა და ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ ახლა, რადგან არ შეიძლება იყოს მშვიდობა, რომელიც აჯილდოებს აგრესორს ან წაახალისებს ისეთ რეჟიმებს, როგორიცაა ირანი”, – თქვა სტარმერმა.
მან აღნიშნა, რომ რამდენიმე კვირაში აშშ და დიდი ბრიტანეთი ევროპაში გამარჯვების 80 წლის იუბილეს აღნიშნავენ.
„დიდი ბრიტანეთი და ამერიკა გვერდიგვერდ იბრძოდნენ, რომ ეს მომხდარიყო. ჩვენ დღესაც გვერდიგვერდ ვდგავართ. ახლა ჩვენ ორიენტირებული ვართ უკრაინაში ბარბაროსული ომის გრძელვადიან დასრულებაზე”,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე აზრით, ტრამპის სწრაფვა ომის დასასრულებლად, მიანიშნებს მის სურვილზე, დაუთმოს ძალიან ბევრი რამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
„თუ ეს სწრაფად არ მოხდება, შეიძლება საერთოდ არ მოხდეს“, – განაცხადა ტრამპმა.