ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიაში ტყის ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიაში გაჩენილმა ტყის ხანძარმა 1 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ბოლო 30 წლის განმავლობაში, მიწის ყველაზე დიდი ტერიტორია გაანადგურა,-  ამის შესახებ ცენტრალურმა მთავრობამ განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 80 ადამიანი. ოფუნატოს მთავრობამ განაცხადა, რომ 1 300-ზე მეტი ოჯახიდან 3000-ზე მეტი მცხოვრები კვლავ ევაკუირებულია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში ხანძარი, სულ მცირე, 1200 ჰექტარზე გავრცელდა, ხოლო ადგილობრივი მეხანძრეები და თავდაცვის ძალები ხანძრის გასაკონტროლებლად ამ დრომდე იბრძვიან. ხანძრის საბრძოლველად გამოყოფილი შვეულმფრენების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, მათ დაემატა უფრო დიდი თვითმფრინავი, რომელიც უკეთ არის აღჭურვილი წყლის დასასხმელად.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრ შიგერუ იშიბას მთავრობამ ზიანის შესამცირებლად ძალისხმევა გააძლიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები