სანჩესი – ტრამპს: ევროკავშირი ვინმესთვის ზიანის მისაყენებლად არ შექმნილა

ბლოკი ვინმესთვის პრობლემების შესაქმნელად არ დაარსებულა და ტრამპის ტარიფების მუქარის ფონზე ევროკავშირი საკუთარ ინტერესებს დაიცავს,- ასე გამოეხმაურა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირი აშშ-სთვის პრობლემების შესაქმნელად დაარსდა.

“ევროკავშირი ვინმესთვის ზიანისთვის მისაყენებლად არ შექმნილა, თუმცა ბლოკი საკუთარ ინტერესებს დაიცავს მათ წინააღმდეგ, ვინც მას სრულიად გაუმართლებელი ტარიფებით ესხმის თავს, რომლებიც ჩვენს ეკონომიკურ სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს.

ევროკავშირი შეიქმნა, რათა ხელი შეწყობოდა ქვეყნებს შორის ურთიერთგაგებას, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალურ სამართლიანობას”,- განაცხადა სანჩესმა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, იმ სიმდიდრის დიდი ნაწილისთვის, რომელიც აშშ-ს დღეს აქვს, ნაწილობრივ ევროპას უნდა უმადლოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები