ტრამპის თქმით, კანადურ საქონელზე 25%-იანი ტარიფი 4 მარტიდან ამოქმედდება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ის დაასრულებს ერთთვიან პაუზას და 4 მარტიდან კანადურ საქონელზე 25 პროცენტიან ტარიფს დააწესებს.

ტრამპის მტკიცებით, მას სჭირდება ზომების მიღება, რადგან ქვეყანაში ნარკოტიკები კვლავ შედის, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარზე გამკაცრებულად მუშაობენ.

„აშშ არ დაუშვებს ამ უბედურებას და ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას. სანამ ის არ შეჩერდება, ან სერიოზულად შეიზღუდება ფენტალინის იმპორტი, დავაწესებ 25 პროცენტიან ტარიფს კანადაზე”,- განაცხადა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები