მედია: ისრაელში ავტობუსის გაჩერებაზე მანქანა შევარდა, დაშავებულია 13 ადამიანი
ისრაელში, მანქანა ავტობუსის გაჩერებაზე მდგომ ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა.
მედიის ინფორმაციით, მანქანას პალესტინელი ტერორისტი მართავდა.
როგორც ისრაელის პოლიციაში განაცხადეს, პირი, რომელიც ავტომობილით ხალხში შევარდა, 53 წლის ჯამილ ზაიუდია და ის ლიკვიდირებულია.
ისრაელის პოლიციამ მომხდარი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა.