აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ეროვნული საგანგებო სიტუაციების შესახებ კანონის 202(დ) მუხლის თანახმად (50 U.S.C. 1622(d)), მე ვაგრძელებ 13660 აღმასრულებელი ბრძანებით გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას ერთი წლით“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნდა.
ამასთან, აღნიშნულია, რომ უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ითვალისწინებს 2014 წლის მარტსა და დეკემბერში, ასევე 2018 წლის სექტემბერსა და 2022 წლის თებერვალში დაწესებულ სანქციებს აშშ-ის წინა პრეზიდენტების ბრძანებულებებით, კვლავ მოქმედებს.