თეთრ სახლში ტრამპისა და სტარმერის შეხვედრა მიმდინარეობს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თეთრ სახლში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მოლაპარაკებების დაწყებამდე ლიდერები ოვალურ კაბინეტში მოკლედ უპასუხებენ ჟურნალისტების შეკითხვებს, შეხვედრის შემდეგ კი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
მედიის ცნობით, სტარმერი შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, რათა განიხილოს უკრაინის საკითხი და უსაფრთხოების გარანტიები.
აღსანიშნავია, რომ ეს ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის პირველი ვიზიტია ვაშინგტონში ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ.