ირანის პრეზიდენტი აშშ-თან მოლაპარაკების შესაძლებლობას არ გამორიცხავს
თეირანს არ უთქვამს, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს, ისლამური რესპუბლიკა აცხადებს მხოლოდ იმას, რომ არ აპირებს ამის გაკეთებას მისთვის არახელსაყრელი პირობებით, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა.
„ვიღაც ამბობს, რომ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისა [ვაშინგტონთან] ჩვენ არ გვითქვამს, რომ არ ვაპირებთ მოლაპარაკებას… ჩვენ [მხოლოდ ვთქვით] არ ვაპირებთ ბანდიტების წინაშე ჩხუბს“, – ციტირებს პეზეშკიანს პრესსამსახური.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მოლაპარაკების ლოგიკას ეწინააღმდეგება ის სიტუაცია, როდესაც თეირანს ეუბნებიან, დაყაროს იარაღი და დაიწყონ მოლაპარაკება, რადგან იცის, რომ მეორე მხარეს შეუძლია მასზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს.