ვიმყოფებოდით გურიის სამივე მუნიციპალიტეტში. რესურსცენტრებთან თანამშრომლობით, აქტიურად ვართ ჩართული სასწავლო პროცესის აღდგენაში. ამჟამინდელი მდგომარეობით, გურიასა და საქართველოს 700-მდე სკოლაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ განაცხადა.
„მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ სასწავლო გარემო უსაფრთხოა სწავლის აღსადგენად, მხოლოდ ამის შემდეგ დავუშვებთ სასწავლო პროცესის აღდგენას. ამ მიზნით უკვე დავიწყეთ სკოლების თოვლისგან გასუფთავების და სხვა პროცედურები. ვიღებთ სხვადასხვა ზომებს სასკოლო საზოგადოების, მასწავლებლებისა და სკოლის მოსწავლეების მხარდასაჭერად“, – აღნიშნა ალექსანდრე წულაძემ.