აშშ-ის კონგრესმა მიგრაციის კონტროლისთვის 70 მილიარდი დოლარი დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესმა მიგრაციის კონტროლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების გასაძლიერებლად 70 მილიარდი დოლარის მოცულობის დაფინანსების პაკეტი დაამტკიცა. კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ 214 ხმით 212-ის წინააღმდეგ მიიღო, რის შემდეგაც იგი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად გადაეგზავნა.

დაფინანსება მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოხმარდება აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) და სასაზღვრო პატრულის საქმიანობას. კანონპროექტის მიზანია უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაძლიერება.

კანონპროექტი მანამდე სენატმაც დაამტკიცა. მისი განხილვა რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის ხანგრძლივი პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ რესპუბლიკელთა მხარდაჭერით დამტკიცდა.

ამერიკული მედიის ცნობით, აღნიშნული დაფინანსება პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკის ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ პაკეტს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები