“ოპოზიციაში ტრაგიკომიკური სიტუაციაა – კომიკურია იმიტომ, რომ იწილო-ბიწილოს ვხედავთ” – ლევან მახაშვილი

“ოპოზიციაში ტრაგიკომიკური სიტუაციაა – კომიკურია იმიტომ, რომ იწილო-ბიწილოს ვხედავთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ეს არაფრის მომცემია არც პარტიული და არც სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით.

“ამავე დროს, ეს ტრაგიკული მოვლენაა, რადგან ქვეყანას ასეთი კომიკური და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ოპოზიცია ჰყავს, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაზე და საზოგადოებაზე ზრუნავდნენ, ეგოისტურ შიდაპარტიულ ბრძოლებში არიან ჩართულნი. ბუნებრივიცაა და არაერთხელ გვითქვამს ასეთი პოლიტიკური ძალების მომავალი, რომლებიც საკუთარ მოსახლეობაზე და ქვეყანაზე არ ზრუნავენ. ისინი მხოლოდ ჩართულნი არიან უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებაში“, – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები