ქობულეთში, დაბა ჩაქვის N2 და ჩაისუბნის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვის N2 და ჩაისუბნის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების ფარგლებში წესრიგდება ეზოები, საბავშვო კუთხეები.

“რეაბილიტაცია უტარდება შიდა ნაწილსაც – სამზარეულოს, საძინებლებს, მოსასვენებელ და სამუშაო კუთხეებს.

გარდა აღნიშნული ბაღებისა, უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტში კიდევ 5 ბაღის რეაბილიტაცია დაიწყება, რისთვისაც 4 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაოებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე, მოადგილესთან, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები