თეთრ სახლში დაგეგმილი UFC-ის ბრძოლის გამო, დონალდ ტრამპს სასამართლოში უჩივიან

თეთრი სახლის ტერიტორიაზე UFC-ის ღონისძიების ჩატარების გეგმის გამო, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, სარჩელი ფედერალურ სასამართლოში ორმა მოქალაქემ და საზოგადოებრივი ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ შეიტანეს.

მოსარჩელეები მოითხოვენ, რომ სასამართლომ დროებით შეაჩეროს თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე დაგეგმილი ღონისძიება, რომელიც „UFC Freedom 250“-ის სახელით უნდა გაიმართოს.

სარჩელის ავტორების განცხადებით, ფედერალური საკუთრების კომერციული მიზნებისთვის გამოყენება კანონს ეწინააღმდეგება. მათი მტკიცებით, ღონისძიებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა სათანადო სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარეშე მიმდინარეობს და სახელმწიფო რესურსების კერძო ინტერესებისთვის გამოყენების რისკს ქმნის.

თავის მხრივ, თეთრი სახლის წარმომადგენლები სარჩელს უსაფუძვლოს უწოდებენ. ადმინისტრაციის პოზიციით, პრეზიდენტს აქვს უფლება სახელმწიფო რეზიდენციაში საზოგადოებრივი ღონისძიებები გამართოს და აღნიშნული ინიციატივა ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ნაწილია.

ამ დროისთვის საქმე სასამართლოში განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თუ სასამართლო მოსარჩელეთა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, UFC-ის ღონისძიება შესაძლოა გადაიდოს ან გაუქმდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები