ზახაროვა: ზელენსკისთვის ომი კაზინოს ჰგავს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის სამხედრო მოქმედებები კაზინოს ჰგავს, სადაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე დევს სასწორზე და მშვიდობის დაპირებები მილიარდობით დოლარად გარდაიქმნება.
„მისთვის [ზელენსკისთვის] ომი კაზინოს ჰგავს, სადაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე დევს სასწორზე და მშვიდობის დაპირებები მილიარდობით დოლარად გარდაიქმნება. ახლა კი, კუთხეში მოქცეული, ნარკომანი კვლავ თავის მფარველებთან გარბის ახალი დოზის სათხოვნელად“, – დაწერა ზახაროვამ თავის Telegram-ის არხზე.
მისივე თქმით, ლონდონში ზელენსკი აკანკალებული ითხოვს მეტ ფულსა და იარაღს.