“ობიექტური წინაპირობები არ არსებობს, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს – პოლიტიკური შეფასებებია, რომლებიც არანაირ ლოგიკას არ ეფუძნება” – ირაკლი ქადაგიშვილი

“ობიექტური წინაპირობები არ არსებობს, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს. პოლიტიკური შეფასებებია, რომელიც არანაირ ლოგიკას და სინამდვილეს არ ეფუძნება”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის საკითხი მანიპულაციისა და ზეწოლის იარაღია.

„ვერავინ გეტყვის, რას იზამენ, რადგან ეს დამოკიდებული იქნება უამრავ ფაქტორზე და ყველაზე ნაკლებად განმსაზღვრელი იქნება რაიმე ობიექტური ფაქტორი. საქართველოს თაობაზე ყოველ თვეში საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებია, რომლის მიხედვით, ქვეყანა ყველა მიმართულებით ლიდერია, თუმცა ევროკავშირის ბიუროკრატიას პოლიტიკური მიზნები აქვს. ამიტომ, ამ პოლიტიკური მიზნების მქონე ადამიანები ქოთანს ყურს საიდან მოაბამენ, ეს ობიექტურ განსჯას არ ექვემდებარება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები