Yandex Georgia, Top Employer 2026-ის მფლობელად დასახელდა

Yandex Georgia 2026 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია Top Employers Institute-ის მიერ, საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებლად დასახელდა .

აღნიშნული სერტიფიკატი ადასტურებს კომპანიის შესაძლებლობას შექმნას მაღალეფექტიანი სამუშაო გარემო, რაც ეფუძნება ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე სტრატეგიებს, თანამშრომელთა ჩართულობას, პროფესიულ განვითარებასა და ორგანიზაციის მკაფიო მიზნებს.

Top Employers Institute მსოფლიოს 131 ქვეყანაში ოპერირებს და კომპანიებს აფასებს ისეთი მიმართულებების მიხედვით, როგორებიცაა: პერსონალის მართვის სტრატეგია, სამუშაო გარემო, ნიჭიერი კადრების მოზიდვა, სწავლება და განვითარება, მრავალფეროვნება, თანაბარი შესაძლებლობები და თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ზრუნვა.

როგორც Top Employers Institute-ის გენერალურმა დირექტორმა, ადრიან სელიგმანმა, განაცხადა:

„Top Employer 2026-ის ეროვნული სერტიფიკატის მიღება ასახავს Yandex Georgia-ს ერთგულებას გამორჩეული სამუშაო გარემოს შექმნისადმი, რომელიც მდგრად ბიზნესშედეგებს უზრუნველყოფს. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვაფასებთ კომპანიის მნიშვნელოვან წვლილს საქართველოში შრომითი კულტურის გაუმჯობესების მიმართულებით.“

სერტიფიცირებულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ შეუერთდნენ საუკეთესო დამსაქმებლების გლობალურ საზოგადოებას, მიიღონ წვდომა ანალიტიკურ მონაცემებზე და გაეცნონ ადამიანური რესურსების მართვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს.

Yandex Georgia (Yango Group-ის წევრი კომპანია) წარმოადგენს ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ციფრულ სერვისებს ურბანული მობილობისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.

კომპანიის მიზანია ყოველდღიური ცხოვრებისა და ბიზნესსაქმიანობისთვის უფრო კომფორტული გარემოს შექმნა საქართველოში. Yandex Georgia ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინკლუზიურობას და საკუთარი სერვისების ადაპტირებას განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის.
Top Employers Institute არის საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც აღიარებს კომპანიების საუკეთესო პრაქტიკებს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში და ხელს უწყობს სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას.

Top Employers-ის პროგრამის ფარგლებში კომპანიებს შეუძლიათ გაიარონ სერტიფიცირების პროცესი და მოიპოვონ სასურველი დამსაქმებლის სტატუსი. სერტიფიკატი გაიცემა ორგანიზაციის მონაწილეობისა და

HR Best Practices Survey კვლევის შედეგების საფუძველზე, რომელიც მოიცავს HR-ის ექვს ძირითად მიმართულებასა და 20 თემას, მათ შორის: პერსონალის მართვის სტრატეგიას, სამუშაო გარემოს, ტალანტების მოზიდვას, სწავლასა და განვითარებას, მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას, ასევე თანამშრომელთა კეთილდღეობას.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები