“რადიკალური ოპოზიცია რა კონფიგურაციითაც უნდა წარდგეს მოსახლეობის თუ საერთაშორისო მეგობრობის წინაშე, მათი საქმე პოლიტიკურად ძალიან ცუდად არის” – მაია ბითაძე

“რადიკალური ოპოზიცია რა კონფიგურაციითაც უნდა წარდგეს მოსახლეობის თუ საერთაშორისო მეგობრობის წინაშე, მათი საქმე პოლიტიკურად ძალიან ცუდად არის. ეს არის აბსოლუტურად უუნარო, მოღალატეობრივი სულის ადამიანთა მავნებლური გაერთიანება, რომლებსაც ერთმანეთთანაც ვერ გაურკვევიათ – რა უნდათ”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის “პოლიტიკური დღის წესრიგი უკვე დასრულებულია”.

“ძალიან სამწუხაროა, რეალურად, რომ ვთქვათ, რომ ასეთი ოპოზიცია არსებობს ჩვენს ქვეყანაში. და სხვათა შორის, თუ აშშ-ის ხელმძღვანელობის ბოლო განცხადებებს მოვისმენთ, ძალიან მკაფიო იყო გზავნილი ჩვენი რადიკალების მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უნდა აღესრულებინათ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის ნება,რომლებმაც მათ ხმა მისცეს და საკმაოდ ბევრი მანდატი მიანიჭეს საქართველოს პარლამენტში მონაწილეობისთვის. ეს მკაფიო გზავნილი იყო მათთვის, რაც სავარაუდოდ არ მოეწონათ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები