კონგოში უცნობმა დაავადებამ 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

კონგოში, 21 იანვრიდან, დაფიქსირდა იდუმალი ინფექციის აფეთქება, რომელმაც ამ დრომდე 419 რეგისტრირებული პაციენტიდან 53 იმსხვერპლა.

პირველი შემთხვევები ქალაქ ბოლოკოში დაფიქსირდა, სადაც სამი ბავშვი, რომლებიც ღამურას ჭამდნენ, ორი დღის შემდეგ ცხელების სიმპტომებით გარდაიცვალნენ.

ინფექციის ნიმუშები კონგოს ლაბორატორიებში გადაგზავნეს. ტესტების შედეგებმა უარყოფითი შედეგი აჩვენა ებოლასა და მარბურგზე, მაგრამ დადასტურდა მალარია ზოგიერთ პაციენტში.

დაავადების სიმპტომებს შორისაა ცხელება, ციება, თავისა და სახსრების ტკივილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები