კრემლმა უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებს რუსეთის „განუყოფელი ნაწილი“ უწოდა
კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული მიწები მათთვის განუყოფელი ნაწილია.
“ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სუბიექტები გახდნენ, რომლებიც გაწერილი არის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში არიან ჩვენი ქვეყნის, რუსეთის განუყოფელი ნაწილი”, – თქვა პესკოვმა.
მისივე თქმით, ეს ომი რთულია, ამიტომ მარტივ და ჩქარ გამოსავალს არავინ არ ელის.
“პრეზიდენტი ტრამპი თავად ამბობს და მზადაა სხვებს მოუსმინოს, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის ვაშინგტონის ამჟამინდელი ადმინისტრაციის ძირეული განმასხვავებელი მისი წინამორბედისგან. არავინ არ ელის, რომ გადაწყვეტილება მარტივი და სწრაფი იქნება, თუმცა, ორი ქვეყნის მიერ ასეთი პოლიტიკური ნების შენარჩუნების შემთხვევაში, მზადყოფნით, მოუსმინონ ერთმანეთს, ვფიქრობ, რომ ამ სამუშაო პროცესის გავლას შევძლებთ,” – თქვა კრემლის სპიკერმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ვაშინგტონი ეცდება კიევს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში დაეხმაროს.
“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ორივე მხარისთვის საუკეთესო შეთანხმება დავდოთ. მაგრამ ძალიან ვეცდებით რომ უკრაინამ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიბრუნოს”,- აღნიშნა ტრამპმა.