ტრამპის პრეზიდენტობის პირველ თვეს 20 000-ზე მეტი უსაბუთო ემიგრანტი დააკავეს
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) ცნობით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ თვეს 20 000-ზე მეტი უსაბუთო ემიგრანტი დააკავეს,- ამის შესახებ “სიენენი” წერს.
როგორც მედია წერს, ტრამპის ადმინისტრაციამ საიმიგრაციო “დარბევა” მისი ინაუგურაციის შემდგომ დაიწყო.
DHS-ის ცნობით, საერთო დაპატიმრებების ტემპმა ბაიდენის ადმინისტრაციის დროინდელ დაპატიმრებებს გადააჭარბა.
„პრეზიდენტი ტრამპი და ეს ადმინისტრაცია ყოველდღიურად იხსნის სიცოცხლეს იმ ქმედებების გამო, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ საზღვრის დასაცავად და არალეგალური უცხოელი დამნაშავეების დეპორტაციისთვის. ასობით ათასი დამნაშავე შემოუშვეს ამ ქვეყანაში არალეგალურად. ჩვენ მათ სახლში ვაგზავნით და მათ აღარასდროს არ მივცემთ დაბრუნების უფლებას“, – თქვა DHS-ის მდივანმა, კრისტი ნოემმა.
მანამდე, ტრამპის მაღალჩინოსნებმა გამოთქვეს იმედგაცრუება დაკავებების ტემპის მიმართ, რის შედეგადაც გასულ კვირას ICE-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გადააყენეს.