“ჰამასის” ხელმძღვანელობით ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი მძევლის გვამი, რომლებიც ღაზაში 16 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ, ისრაელს დააბრუნეს,- ამის შესახებ Timesofisrael-ი წერს.
ოთხი მოკლული მძევლის გვამის სანაცვლოდ, ისრაელმა ასობით პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
ისრაელის უსაფრთხოების წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ “ჰამასმა” მძევლების ცხედრები წითელ ჯვარს გადასცა. ისრაელმა განაცხადა, რომ ყუთები ეგვიპტელი შუამავლების დახმარებით იქნა მიტანილი და იდენტიფიკაციის პროცესი დაიწყო.
ნაადრევი ცნობების მიხედვით, ჰამასმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილთა სხეულები ცახი იდანს, იცხაკ ელგარატს, ოჰად იაჰოლომის და შლომი მანცურს ეკუთვნით. ოთხივე ადამიანი ჰამასმა 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს თავიანთი სახლებიდან გაიტაცა.
გათავისუფლებულ პატიმრებს მეგობრები და ოჯახის წევრები დახვდნენ. მათ ისრაელის ციხის სამსახურის მაისურები ეცვათ, რომლებიც ზოგიერთმა მათგანმა გაიხადა და ცეცხლი წაუკიდა.